მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიახლეები „თიბისის“ ციფრული ბანკისგან, რომელიც მომხმარებელს ცხოვრებას უმარტივებს

620cde0d22427
BM.GE
20.02.22 18:30
943
„თიბისი“ ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს APP-ით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

ბიზნეს APP-ი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად განახლებადია, ახალი ფუნციონალები კი იმისთვის იქმნება, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს საქმიანობა.

ასეთია SWIFT გადარიცხვები, მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ნებისმიერ ვალუტაში სხვა ქართულ და უცხოურ ბანკებში.

ბიზნეს APP-ი ავტომატურ გადარიცხვებსაც გთავაზობთ - მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს გადარიცხვის გრაფიკი (კონკრეტული თარიღები და პერიოდულობა) და მითითებულ დღეებში აპლიკაცია ავტომატურად გადარიცხავს თანხას შესაბამის ანგარიშზე.

შეგიძლიათ გააკეთოთ გადარიცხვების შაბლონები და სანდრო გახადოთ მოწყობილობა, რის შემდეგაც თანხის გადარიცხვას დამატებითი Digipass ავტორიზაციის გარეშე შეძლებთ.

ბიზნეს APP-ი საბიუჯეტო გადარიცხვების შაბლონებსაც გთავაზობთ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საბიუჯეტო გადასახადების გადახდის პროცესს, რადგან მომხმარებელს აღარ მოუწევს ყოველ ჯერზე თავიდან შეიყვანოს სახაზინო კოდი.

ამას გარდა, ბიზნეს APP-ის მეშვეობით უკვე შესაძლებელია კომუნალური გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა, ასევე მობილური ბალანსის შევსება.

ბიზნეს APP-ის ჩამოწერა აქ შეგიძლიათ: https://bit.ly/tbc-business-app

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები