მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Siemens Healthineers-ი სწრაფი COVID-ტესტების გაყიდვიდან 750 მლნ ევროს შემოსავალს ელოდება

6091232ed18b3
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.21 00:30
1206
გერმანული ტექნოლოგიური კომპანია Siemens Healthineers-ი მიმდინარე წლის განმავლობაში სწრაფი COVID-ტესტების გაყიდვებიდან 750 მლნ ევროს შემოსავლის მიღებას ელოდება. ამასთან, კომპანიამ კოვიდ-ტესტებზე შენარჩუნებული მაღალი მოთხოვნის საფუძველზე Siemens Healthineers-ის საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის ვარაუდით, მათი გაყიდვები მიმდინარე წლის სექტემბრამდე 14-17%-ით გაიზრდება ნაცვლად ადრე ნავარაუდები 8-12%-ისა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მხოლოდ მეორე კვარტალში Siemens Healthineers-მა სწრაფი ანტიგენ-ტესტების გაყიდვებიდან 190 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. გამოცემა წერს, რომ კომპანიის წმინდა მოგება ამავე კვარტალში 8%-ით გაიზარდა და 447 მილიონი ევრო შეადგინა. Siemens Healthineers-ი მოგების ზრდას ასევე მათ სამედიცინო ტექნიკაზე გაზრდილ მოთხოვნასაც უკავშირებს, სადაც გაყიდვები დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი.

Siemens Healthineers-ის სწრაფი COVID-ტესტები უმეტესად გერმანიის ბაზარზე იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები