ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ფინეთის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროატლანტიკურ გზას.
როგორც მარკო მიხელსონი ამბობს, ეს საკმარისი არ არის.
„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს“, - წერს მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადების თანახმად, გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რათა გაქრეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით არსებობს.