მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიღარიბის შემცირებას ნუ დაიბრალებს ნურცერთი ხელისუფლება/მთავრობა, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც სამსახურში მიდის და იხდის გადასახადებს - ურუშაძე

ანდრია ურუშაძე

"სიღარიბის შემცირებას ნუ დაიბრალებს ნურცერთი ხელისუფლება და მთავრობა, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც სამსახურში მიდის და იხდის გადასახადებს", - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ "რუსთავის 2"-ის ეთერში, სადაც დებატების თემა იყო სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება.

მისი მოსაზრებით, ანდრია ურუშაძემ "ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ დაინტერესდეს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით.

"დაინტერესდით, შედით ჯანდაცვის სამინისტროს და ასოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდებზე და ნახეთ როდის არის ინფორმაცია განახლებული... თითქმის 10 წელია ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ნაციონალურ ეროვნულ ანგარიშებს არ აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით ვალდებულია. ასევე არ აქვეყნებს შიდა მეურნეობის კვლევებს ჯანდაცვაში - ამ ხარჯებს ვერსად ვერ იპოვით.

სიღარიბის შემცირებას ნუ დაიბრალებს ნურცერთი ხელისუფლება და მთავრობა, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ადრე მიდის სამსახურში იხდის გადასახადებს. ვინც ხელისუფლებაში ვართ გვევალება რომ ეს ფული სწორად განვკარგოთ, ამიტომ ხომ არ ჯობს, რომელიმე სამთავრობო საიტზე იყოს ზუსტი სტატისტიკა გამოქვეყნებული - ფინანსთა სამინისტრო ამ თალსაზრისით შედარებით უკეთესად მუშაობს. ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც სტატისტიკა 2017 წლიდან არ ახლდება, იგივე სოციალური სააგენტოს ვებგვერდი, სადაც ვერცერთ ციფრს ვერ იპოვი ბოლო 3 წლის განმავლობაში [გამოქვეყნებულს]. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ თავის თავზე უნდა აიღოს და ერთიანი ციფრები უნდა გვქონდეს, რომლითაც საზოგადოებას ვესაუბრებით...", - განაცხადა მან.

ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა, შემცირებული სიღარიბე და რეკორდული ექსპორტი - საქსტატმა 2025 წელი შეაჯამა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები