სიღნაღში სასტუმრო „კაბადონი“ უკვე 1-2 წელია დახურულია, - ამის შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს. მისი თქმით, არსებული შეზღუდვების გამო სასტუმრო ვერ მუშაობს.
„ამ შეზღუდვების გამო, არ არის ტურისტი. გვერჩივნა კონსერვაცია გაგვეკეთებინა იაფად. ახლა როდესაც ვაპირებთ გახსნას, რა თქმა უნდა, ფინანსური სიმძიმეა დაგროვილი, პროცენტს ვგულისხმობ. სახელმწიფო სუბსიდია იყო, მაგრამ იქაც შეზღუდვები გვქონდა. ბევრმა მოთამაშემ ვერ მიიღო ეს სუბსიდია, მათ შორის ჩვენც“, - განაცხადა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, საბანკო რეგულაციები ძალიან გართულებულია. „ასეთი გართულებული რეგულაციებით შეუძლებელი იქნება გადარჩენა“, - დასძინა მან.
ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების ერთადერთი საშუალება იაფი სესხია.