მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილამაზის სალონები ტარიფების გაძვირებას არ აპირებენ

6067f41fd90a2
მარიამ იზორია
04.04.21 14:10
881
სილამაზის სალონები ტარიფების გაძვირებას არ აპირებენ - ამის შესახებ BM.GE - ის სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაცის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა.

პანდემიის შედეგად დაზარალებული სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები არსებული ტარიფების შენარჩუნებას ცდილობენ. როგორც შარაშენიძე ამბობს, მომხმარებელი შემცირებულია.

„პანდემიის გავლენა იგრძნობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის შემოსავალმაც იკლო, შესაბამისად, ჯერჯერობით ტარიფების გაძვირება არ იგეგმება, თუმცა არ ვიცით რამდენი ხანი მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, რადგან ბაზარზე გაძვირებულია პროდუქცია, უკვე გაზრდილია გადასახადებიც",- აღნიშნავს თამარ შარაშენიძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სილამაზის სალონებმა გახსნის უფლება მაისში მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები