მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქ დეველოპმენტმა“ სასტუმრო „ტელეგრაფის“ პროექტის სამუშაოები დაიწყო

64896429909eb
თათია ჩაფიჩაძე
15.06.23 09:00
1771
„სილქ დეველოპმენტის“ ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, 240 ნომრიანი სასტუმრო „ტელეგრაფის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც კაპანაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტის დასრულება მომავალ წელს იგეგმება, ჯამური ინვესტიცია კი $70 მლნ-ია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია მომდევნო წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის არის „სილქ თაუერსის“ პროექტი, რომელიც ბათუმში 6 ჰა ტერიტორიაზე 5 კოშკის, 2 ჰა-ზე პარკინგს და 1 ჰა-ზე იახტ კლუბის მოწყობას ითვალისწინებს.

„დავიწყეთ თბილისში „ტელეგრაფის“ პროექტი, ეს არის 70 მლნ-იანი ინვესტიცია, რომელიც მომავალ წელს დასრულდება, პროექტი მოიცავს 240 ნომერს და ძალიან საინტერესო კონცეფციის მატარებელია. ზოგადად, პროექტებს ვგეგმავთ მთელ საქართველოში, იქნება ეს სასტუმროები, მთის კურორტები თუ სხვა. ჩვენ გვინდა, რომ პროექტები იყოს ჰარმონიული იმ გარემოსთან, სადაც იქნება. მწვანე კონცხის მაგალითზე არცერთი ხე არ მოგვიჭრია, მხლოდ 2 გადავრგეთ, რადგან ჩვენი ინტერესია, რომ მეტი სიმწვანე შევინარჩუნოთ.

აჭარაში მხოლოდ „ბოტანიკოს“ და დაგეგმილი „სილქ თაუერსის“ პროექტებით არ შემოვიფარგლებით, უამრავი აქტივი გვაქვს, რომელთა განვითარებასაც ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ პერსპექტიული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, პროექტების ნაწილი იქნება ბათუმში, ნაწილი აჭარის სხვა რეგიონებში. "მწვანე კონცხზე კიდევ გვაქვს 6 მიწის ნაკვეთი, რომლის გრგ 2017 წლიდან შეთანხმებულია. შენობების განვითარებას რომელსაც ვგეგმავთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, საჭიროებს აღდგენას. ამას გარდა, არის ცარიელი ადგილები, სადაც ნულიდან დაიწყება განვითარდება.

როგორც მოგეხსენებათ კომპანია უძრავ ქონებაში 2000 წლიდან შემოვიდა, თუმცა ჩვენი ჯგუფი ჰორეკა სექტორით იყო დაკავებული, ეს იყო რესტორნები და სასტუმროები. „ბოტანიკოა“ პირველი პროექტი რიტაც შევედით საცხოვრებელ ბაზარზე და ამ მიმართულებით ვფიქრობთ განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები