მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქ როუდ ჯგუფმა“ „საპარტნიორო ფონდისგან“ „რედისონ ქოლექშენის“ წილი სრულად გამოისყიდა

რედისონ ქოლექშენი

„საპარტნიორო ფონდი“ წინანდალში „რედისონ ქოლექშენის“ მფლობელთა სიიდან გავიდა. 

„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ შვილობილი“ესარჯი რიალ ისთეითის” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ „რედისონ ქოლექშენის“  მფლობელმა, კომპანია „წინანდლის სავანემ“ 2023 წლის 15 მაისს  „წინანდლის მამულების“  33.43%-იანი წილი სრულად გამოისყიდა. გარიგების ღირებულებამ 42.383 მლნ ლარი შეადგინა.  

წინანდალში „რედისონ ქოლექშენის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც "საპარტნიორო ფონდმა" იმ ეტაპზე  2,3 დოლარის სესხი გამოუყო კომპანიას, თუმცა მაშინ სასტუმროს მშენებლობა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. მაშინ, პარტნიორის მხრიდან ფონდის მიერ გამოყოფილი სესხისა და პროცენტის სრულად დაფარვა მოხდა.

2016 წელს კი პროექტის ავტორებმა თვისობრივად განაახლეს პროექტის მახასიათებლები, გაზარდეს სასტუმროს ზომა, გააფართოვეს ინფრასტრუქტურა, ახლებურად ჩამოაყალიბეს ფინანსური სტრუქტურა და ფონდს პარტნიორის სახით  კაპიტალში შესვლა შესთავაზეს. შედეგად კომპანიასა და ფონდს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რის შედეგადაც პროექტის თანადაფინანსება მოხდა. 2016 წელს გავრცელებული ინფორმაციით,  პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც საპარტნიორო ფონდი 10 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა.

წინანდლის მამულში 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2018 წელს გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები