„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ იანვარ-მარტის განმავლობაში 87 ათასი ლარით გაუწია მხარდაჭერა ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. წლის დასაწყისიდან 28 დაჭრილმა მებრძოლმა, მათმა მეუღლეებმა და არასრულწლოვანმა შვილებმა მიიღეს დახმარება. დაფინანსდა შემდეგი მიმართულებები:
- 4 სამედიცინო მომსახურება - 8 150 ლარი
- 16 არასრულწლოვან შვილთა განათლება და სამედიცინო მომსახურება - 20 398 ლარი
- საზღვარგარეთ თვალის პროთეზირება (50%-იანი თანადაფინანსება) - 5 869 ლარი
- გადაუდებელი ოპერაცია - 720 ლარი
- მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 4 499 ლარი
- 4 მეუღლეთა დახმარება - 8 122 ლარი
- 3 პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება - 3 061 ლარი
გარდა ამისა, ფონდმა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „Invictus Games Foundation“-თან (IGF) თანამშრომლობით, დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდისთვის შეიძინა პარა-მშვილდოსნობის ინვენტარი, რომლის ღირებულება 36 432 ლარია. გასულ წელს ფონდმა, IGF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მებრძოლთა გუნდისთვის შეიძინა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს 2018 წლიდან გვერდში უდგას. ბენეფიციარებს შორის არიან მათი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები. ფონდი აფინანსებს ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების საჭიროებებს. დაარსებიდან დღემდე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ასობით დაჭრილ მებრძოლს და მათი ოჯახის წევრს დაეხმარა, რაშიც თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით 5 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა.
ფონდის დამფუძნებელი და მთავარი დონორი კომპანია სილქნეტია, რომელიც ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდში. გასულ წელს კომპანიამ უპრეცედენტო თანხა - 781 000 ლარის დონაცია განახორციელა.
2025 წელს სილქნეტისა და სხვა შემომწირველთა ერთობლივმა დონაციამ შეადგინა 660 000 ლარი. შემოწირული თანხების რაოდენობა წლის განმავლობაში იზრდება. დონორებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. ფონდი, ასევე, გამჭვირვალედ აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას, რომლის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია:
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ფინანსური ანგარიშები.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2024 წლის ანგარიში.
დონაციისთვის შესაძლებელია მსურველმა გადარიცხოს ნებისმიერი თანხა საბანკო ანგარიშებზე ან განახორციელოს ზარი ფონდის საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მადლობას უხდის ყველა შემომწირველს.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!