მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტი უპრეცედენტოდ მაღალი სიჩქარეებით იწყებს მომსახურებას ოპტიკურ ქსელში

სილქნეტი
18.07.24 16:35
898

20 ივლისიდან, კომპანია სილქნეტი ოპტიკური ქსელის ინტერნეტ სიჩქარეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მკვეთრად გაზრდის. მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარეების ზრდა ტარიფის უცვლელად მოხდება. გაიზრდება ინტერნეტის სისწრაფე, თუმცა ფასი უცვლელი დარჩება. სიჩქარეების ზრდა ავტომატურად შეეხება ყველა ოპტიკურ ინტერნეტ პაკეტს, როგორც ცალკე მდგომ, ასევე ინტერნეტის და ტელევიზიის კომბინირებულ პაკეტებს.

გარდა ამისა, პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სილქნეტი ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტს შესთავაზებს საცალო მომხმარებლებს. პაკეტი „ფორმულა 1“-ის სიჩქარე 100მბ/წმ-ის ნაცვლად, საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი - 150მბ/წმ იქნება. ასევე, შეთავაზებებს ემატება ახალი პაკეტი “ტურბო”, რომლის სიჩქარეა 100მბ/წმ, ხოლო ფასი 75ლ.

პაკეტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები