მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტი წარმოგიდგენთ წინანდლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალს

646b568494ad9
BM.GE
22.05.23 15:51
544
ბოლო 5 წელია წინანდლის ისტორიული მამული უდიდეს კულტურულ მოვლენას მასპინძლობს. ესაა მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ, კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს კრებს და ჯადოსნურ დღეებს ჩუქნის მსმენელს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ცნობილ შემსრულებლებს, საგანგებოდ ჩამოსულ სტუმრებს, ფესტივალის გულშემატკივრებს და მსმენელებს უმასპინძლებს. კონცერტები უნიკალური აკუსტიკის მქონე ამფითეატრსა და დახურულ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ტრადიციულად წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია სილქნეტია. ბრენდი კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებს მრავალი წელია უჭერს მხარს.
წელს ფესტივალი, კვლავ შეკრებს ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებულ პანკავკასიურ ორკესტრს. მთელი ფესტივალის განმავლობაში, მუსიკოსებს 7 ქვეყნიდან, მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგები, კონცერტმაისტერები და პროფესორები სემინარებსა და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ეს საგანმანათლებლო კომპონენტი ფესტივალს უნიკალურობას მატებს და მის მნიშვნელობას ზრდის.

„პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის არსებობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს, კონფლიქტებით სულ უფრო დატვირთულ კონტინენტზე. PCYO (Pan Caucasian Youth Orcestra) წელს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელოვნებისა და თანამშრომლობის ღირსშესანიშნავ მაგალითს. მათი მუსიკალური თანამშრომლობის ძირითადი იდეა არის ის, რომ, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიალოგია, და ორკესტრი თავისი მუსიკალური დიალოგით კვლავაც საუკეთესოდ წარმოაჩენს წინანდლის ფესტივალის არსს და მისიას.“ - განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლმა გიორგი რამიშვილმა.

საიუბილეო ფესტივალზე ვირტუოზი სოლისტები და დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა 25 დაუვიწყარ კონცერტს გამართავს: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

ფესტივალზე წარსდგება 13 წლის ქართველი „ვუნდერკინდი“, მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე. განსხვავებული იქნება 2 სექტემბრის პროგრამა, რომელიც ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. მუსიკის მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან ლიზა ბათიაშვილის და გიორგი გიგაშვილის საკონცერტო პროგრამას. ორივე შემსრულებელმა წელს უდიდესი აღიარება მოიპოვა. საამაყოა ლიზა ბათიაშვილის დასახელება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალურ სოლისტად 2023/24 წწ სეზონზე. ფესტივალზე გიორგი გიგაშვილი რობერტ შუმანის და ფერენც ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებით წარსდგება. წელს მან მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირსეული ადგილი მოიპოვა და რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი გახდა. წინანდლის ფესტივალს ნინო კასრაძის პერფომანსი: ჟან კოქტო - „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს.
სილქნეტი საშუალებას აძლევს მუსიკის მოყვარულებს ჯადოსნური დღეები გაატარონ წინანდლის ფესტივალზე.

გაეცანით საკონცერტო პროგრამას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://tkt.ge/-ზე.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები