მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქნეტის" შემოსავალი 2023 წლის პირველ ნახევარში ₾256 მლნ-მდე გაიზარდა

სილქნეტი

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტმა" 2023 წლის პირველ ნახევარში 256.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ კომპანიის შესახებ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები შესაბამისი სეგმენტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • მობილური ინტერნეტი - 68.5 მილიონი ლარი, ზრდა 32.2%;
  • ფიქსირებული ინტერნეტი - 65.4 მილიონი ლარი, ზრდა 21.2%;
  • მობილური ხმოვანი მომსახურება - 54.8 მილიონი ლარი, ზრდა 7%;
  • მაუწყებლობის ტრანზიტი - 27.7 მილიონი ლარი, ზრდა 15.2%;
  • სხვა - 39.8 მილიონი ლარი, ზრდა 4%. 

პერიოდის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგებამ 92.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია. 

ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლების ზრდის ძირითადი კატალიზატორი მობილური ინტერნეტის მიწოდებაა. ამჟამად "სილქნეტის" ერთი საშუალო აბონენტი თვეში 11.3 გიგაბაიტს მოიხმარს. 

შემოსავლების ზომის თვალსაზრისით, პერიოდის განმავლობაში სილქნეტის წილი 34.7%-ს შეადგენდა, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის 33.7%-ს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის შემოსავლების 37.5%-ს. 

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ "სილქნეტმა" და "მაგთიმ" უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში 5G მობილური ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით, რადგანაც ამ აუქციონის პირობები შეიცავდა მკაცრ მოთხოვნებს MVNO მობილური ოპერატორების შემოღების თაობაზე მკაცრ ჩანაწერებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები