მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ იანვარში ტურიზმიდან $300 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - Galt & Taggart-ის პროგნოზი

63fc8c5a2a50b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.23 20:45
907
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვირის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

მიმოხილვის ავტორების შეფასებით, 2023 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 163.1%-ით გაიზარდა.

„ამასთან, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით გაიზრდება და 4.0 მლრდ დოლარს მიაღწევს“, - ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევას კვარტალში ერთხელ გაავრცელებენ. აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები