Galt & Taggart-ის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ ტურიზმიდან 1.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი წლიურად 1.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+1.2% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - წერია მიმოხილვაში.




























