მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილვესტერ სტალონე კალიფორნიაში სახლს $3 მილიონად ყიდის

5ecce923d4379
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.20 23:40
1293
ამერიკელი მსახიობი, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე სახლს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fox Business-ი ავრცელებს.

კალიფორნიის ქალაქ პალმ-სპრინგში მდებარე სახლი 3.35 მილიონ დოლარად იყიდება. რეზიდენციის საერთო ფართობი 464 კვადრატული მეტრია, სახლს აქვს აუზი, ჯაკუზი, სპორტული დარბაზი და ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სპეციალური ფართი.

სახლი 2008 წელს აშენდა, ათი წლის წინ სტალონემ უძრავი ქონება 4.5 მილიონ დოლარად შეიძინა. გაყიდვის შემთხვევაში ვარსკვლავი მილიონ დოლარზე მეტს კარგავს.

სტალონეს მეზობლად კიმ კარდაშიანი, ქანიე უესტი და კრის ჯენერი ცხოვრობენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები