კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე ჩრდილოეთ კალიფორნიაში სანაპირო ზოლში, ფერნდეილთან დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც.
ცუნამის საფრთხე გამოცხადებულია როგორც ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ასევე სამხრეთ ორეგონშიც.
ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა შტატს ძლიერი მიწისძვრისგან.
კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან შეხვედრას მართავს.