მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიმშვიდე, როგორც ცხოვრების სტილი - პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანია და განსაკუთრებული შეთავაზება ვადიან ანაბრებზე

სიმშვიდე როგორც ცხოვრების სტილი - პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანია და განსაკუთრებული შეთავაზება ვადიან ანაბრებზე
08.06.26 11:37
340

თანამედროვე ყოველდღიურობა ხშირად სწრაფ ტემპთან, მუდმივ გამოწვევებსა და სტრესთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანია - სიმშვიდე, როგორც ცხოვრების სტილი - გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროის პოვნა საკუთარი თავისთვის, საყვარელი საქმიანობებისთვის და იმ პატარა მომენტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

კამპანია ასახავს ცხოვრების ისეთ რიტმს, სადაც ადამიანები ხარისხიანად ატარებენ დროს, ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც გრძელვადიანი სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის იღებენ.

ამ იდეას პროკრედიტ ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებაც ეხმიანება - მომხმარებლები, რომლებიც სხვა ბანკიდან გადმოიტანენ ან გახსნიან ახალ ვადიან ანაბარს, +1%-მდე დამატებით სარგებელს მიიღებენ.

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსონ დანაზოგი და ისარგებლონ გაუმჯობესებული პირობებით.

ვადიანი ანაბარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, ფინანსური მიზნების მიღწევასა და დანაზოგზე დამატებითი სარგებლის მისაღებად.

აქციით სარგებლობა მარტივია - შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები