მეცნიერება მხოლოდ ლაბორატორიებსა და აკადემიურ წრეებში არ უნდა რჩებოდეს - ის საზოგადოების ყოველდღიურობისა და კრიტიკული აზროვნების ნაწილი უნდა გახდეს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივა „სინაფსი - მეცნიერება ხმამაღლა“, რომლის ავტორიც განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მქონე ხუთი ქალი მეცნიერია. პროექტი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით ხორციელდება, ორ მთავარ ფორმატს აერთიანებს: სამეცნიერო პოდკასტსა და რეგიონულ შეხვედრებს, ე.წ. Science Café-ს. როგორ უწყობს ხელს ინიციატივა ქალი მეცნიერების ხილვადობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევებით?
სტუმრები: სალომეა გუჩმაზაშვილი - პროექტი „სინაფსი”, ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტი
სოფიო სიხარულიძე - პროექტი “სინაფსი”, კოორდინატორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























