გუგლ ქლაუდის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერის შეფასებით, სინგაპურს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გლობალური AI ჰაბი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის მხარი დაუჭირა AI-ის შესახებ ადგილობრივ კვლევებს. სინგაპური, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, AI ექსპერტების რაოდენობის გასამმაგებასაც აპირებდა. როგორია პროგნოზი და რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით?