მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურის ელექტრომომმარაგებელი კომპანია მალაიზიიდან წყალბადის იმპორტს იწყებს

city energy

სინგაპურის ელექტრომომმარაგებელი კომპანია “City Energy” ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც მალაიზიიდან წყალბადის მილსადენებით იმპორტის დადებით და უარყოფით მხარეებს შეისწავლის. Reuters-ის ცნობით, 2027 წლისთვის ქალაქ-სახელმწიფო განახლებადი ენერგიის სწორედ ამ წყაროს მიანიჭებს უპირატესობას.

კვლევის მთავარი საგანი მილსადენებით წყალბადის უსაფრთხო ტრანსპორტირება იქნება მალაიზიის ჯოჰორის შტატიდან City Energy-ის ბუნებრივი აირის ქარხნამდე - კომპანიის წარმომადგენლებს მედიასთან საუბრისას არ განუმარტავთ, საქმე ლურჯი ბუნებრივი აირისგან მიღებულ ლურჯ წყალბადს ეხება, თუ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებულ მწვანე წყალბადს. ასევე არ კონკრეტდება პროექტის საინვესტიციო მოცულობა ან სხვა ფინანსური დეტალები.

აღსანიშნავია, რომ თავად მალაიზიის მხარე, უფრო კონკრეტულად კი ენერგეტიკული გიგანტი Petronas-ი როგორც ლურჯ, ისე მწვანე წყალბადს აწარმოებს. ორ კომპანიას შორის შეთანხმების მემორანდუმი კი ჯერ კიდევ აპრილში გაფორმდა და მისი მიზანი მალაიზიიდან სინგაპურში წყალბადის ექსპორტის შესაძლებლობაზე დაკვირვება იყო.

City Energy-ის სრული დატვირთვით 1.6 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის წარმოება შეუძლია, საიდანაც გარკვეული წილი გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე ნაცრისფერ წყალბადზე მოდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალბადის ექსპორტის ყველაზე ცნობილი ტექნოლოგია საზღვაო გადაზიდვაა, თუმცა მალაიზიასა და სინგაპურს შორის მცირე დაშორების გამო, წყალბადის მილსადენებით ტრანსპორტირება ქვეყნისათვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება. City Energy იმპორტული წყალბადით კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორებს მოამარაგებს, რადგან სწორედ ეს კომპანიები არიან მათი ძირითადი მომხმარებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები