მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურმა ახლო აღმოსავლეთის საწვავი რუსული მაზუთით ჩაანაცვლა

სინგაპურის პორტები

სინგაპურმა ახლო აღმოსავლეთის საწვავი რუსული მაზუთით ჩაანაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის იმ ბლოკადის ფონზე, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე გემების საწვავის მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია, სახელმწიფომ სტრატეგიული გადაწყობის გადაწყვეტილება მიიღო და პარტნიორობა რუსეთთან გააფორმა.

ანალიტიკური კომპანია Vortexa-ს მონაცემებით, სინგაპურში რუსული მაზუთის იმპორტის მოცულობამ 2025 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს უკვე 2-ჯერ გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საწვავის მიწოდება დღეში 336,000 ბარელამდე შემცირდა.

შედარებისთვის, იანვარსა და თებერვალში ეს მაჩვენებელი დღეში 522,000 ბარელს შეადგენდა.

Vortexa-ს ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან მიღებულმა რესურსმა არაბული სახელმწიფოებიდან წარმოქმნილი დანაკლისი ნაწილობრივ დააბალანსა.

ცნობისთვის, სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პორტს ფლობს, სადაც გლობალურ წყლებში მოძრავი ათობით ათასი ხომალდი საწვავის შესავსებად ჩერდება. ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამ ერთგვარ გასამართ სადგურად ქცეულ სახელმწიფოში კრიზისი შექმნა. ამ კრიზისის დაძლევა კი, როგორც FT წერს, სწორედ რუსული მაზუთის იმპორტირებით გახდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები