მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Siri AI-ის წარდგენის გამო, Apple-ის აქციები 7%-ით დაეცა

Siri AI
სტატიაში საუბარია:

გუშინ გამართულ WWDC-ზე განახლებული Siri AI-ის წარდგენის გამო, ამერიკული Apple-ის აქციების შეფასება თითქმის 7%-ით დაეცა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $4.4 ტრილიონამდე შემცირდა.

ინვესტორების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტექნოლოგიური განახლება, რომლისთვისაც კომპანია თითქმის 3 წლის განმავლობაში ემზადებოდა, რეალურად, რებრენდირებული Google Gemini-ია, რომელიც უბრალოდ Apple-ის ეკოსისტემაშია ინტეგრირებული, ისევე, როგორც თავად Android-ში.

ექსპერტების შეფასებით, $4.4-ტრილიონიანი კომპანიისგან ინვესტორები გაცილებით მეტ ინოვაციურობას ელოდნენ, თუმცა WWDC 2026 და ტიმ კუკის ბოლო პრეზენტაცია CEO-ს ამპლუაში მათთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რამაც აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები