სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაას განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებზე ისრაელთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. თუ შეთანხმება გაფორმდა, ისრაელი სამხრეთ სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელებას და სახმელეთო ოპერაციებს სრულად შეწყვეტს. უსაფრთხოების წარმოდგენილი პაქტის თანახმად, ორ ქვეყანას შორის ბუფერული ზონა 1974 წლის ნიშნულს დაუბრუნდება. შესაბამისად, გაერო ტერიტორიის კონტროლს განაახლებს, ისრაელელი ჯარისკაცები კი დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ.
1974 წლის მსგავსად, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე საუბარი არც ამჯერად წარმოდგენილი დოკუმენტშია საუბარი, თუმცა ეს ისრაელსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ამ გეგმას ამერიკის ხელისუფლება და გაერო სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
მოლაპარაკებების დასრულების მოახლოვებასთან ერთად ჩნდება კითხვები, რამდენად მოხერხდება შეთანხმება გოლანის მაღლობების სტატუსზე, ისრაელის ტერიტორიულ პრეტენზიებსა და პრობლემურ რეგიონში სირიის ჯარების განთავსებაზე. თუმცა მათზე პასუხები, სავარაუდოდ, დოკუმენტის ხელმოწერამდე ვერ გახდება ცნობილი.




























