მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირია, სომალი, საქართველო, ერიტრეა - გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა TOP 10-ში საქართველოცაა

გერმანია

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გერმანიის სამიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა. სამიგრაციო სამსახურში კი ამ განცხადებების მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა.

2023 წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ათეული მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:

1. სირია - 104,561 პირი;

2. თურქეთი - 62,624 პირი;

3. ავღანეთი - 53,582 პირი;

4. ერაყი - 12,360 პირი;

5. ირანი - 10,206 პირი;

6. საქართველო - 9,399 პირი;

7. რუსეთის ფედერაცია - 9,028 პირი;

8. სომალი - 5,773 პირი;

9. ერიტრეა - 4,230 პირი;

10. მოქალაქეობა დაუდგენელია - 4,299 პირი.

აღნიშნულ სიაში საშუალოდ მშპ ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი თურქეთშია 15,370 დოლარი, ყველაზე დაბალი კი ერიტრეაში $756 დოლარი.

სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.

შეგახსენებთ, 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები