მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

5e790bb30a590
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 11:07
2195
ომის შედეგად განადგურებულმა სირიამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Time-ი ავრცელებს.

სირიის ჯანდაცვის მინისტრ ნიზარ ალ-იაზიჯის განცხადებით, ინფიცირებულია 20 წლის გოგონა, რომელიც უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და გოგონა 14 დღის განმავლობაში კარანტინში დარჩება, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევა და მკურნალობა ჩაუტარდება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიაში, სადაც სამოქალაქო ომი 9 წელია გრძელდება, კორონავირუსის გავრცელების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა, ხოლო ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას ამ დრომდე უარყოფდა.

შეგახსენებთ, ცხრაწლიანი ომის გამო, სირიაში თითქმის განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, სირიის მყიფე ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა, ვერ გაუძლოს პანდემიის დატვირთვას და შესაბამისად ვერ უპასუხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები