მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სირცხვილი თქვენ — "რუსები" იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა "უცხო ძალა" - ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ 9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევისა და საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა. ის "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს, რომ "სირცხვილია" მათ მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც ისინი უცხო ძალას რამდენჯერმე ახსენებენ და რუსეთს არც ერთხელ.

"9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა!

9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!

მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!

არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას!

იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა!

დიდება გმირებს!

პ.ს. სირცხვილი თქვენ — საქართველოს ე.წ. მთავრობა. "რუსები" იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა "უცხო ძალა" და ამის თქმასაც ვერ ბედავთ!", — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მ, სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით, სადაც "უცხო ძალას" 5-ჯერ ახსენებს, რუსეთს არც ერთხელ. მისი თქმით, "9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები