"სისტემა ინგრევა! სულ ცოტა დარჩა", - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის 29-30 ნოემბრის აქციაზე მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც არაერთი ადამიანი იქნა დაშავებული და დაკავებული.
ბაჩიაშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამომრჩეველიც "გადააგდო", ვისაც დააჯერა რომ "ღირსებით" მიჰყავდა ევროპაში.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს რუსიფიკაციის ნაწილი იყო, "ქართული ოცნების" მიერ ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენებაც, რის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებში ასევე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
"ივანიშვილის კონსტიტუცის ჩარჩოებიდან სრულ გასვლაზე ბევრი ითქვა და აღარ ვისაუბრებ. ბავშვების, ქალების და ჟურნალისტების სასტიკად ცემის დავალების პარალელურად, მან არჩევნებიდან სულ რამდენიმე კვირაში თავისი ამონრჩეველიც კი გადააგდო ვისაც დააჯერა რომ "ღირსებით" მიჰყავდა ევროპაში. ის ომის პარტია და ოჯახის ღირსების დაცვა ხომ თავშივე სიგიჟე და ტყუილი იყო. რა თქმა უნდა ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს რუსიფიკაციის და დესახელმწიფოებიზაციის გეგმის ნაწილია! ზუსტად ამისავე ნაწილი იყო ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენება. ყაველაშვილი შეიძლება ითქვას რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა კანდიდატურამ ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებშიც კი ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
არ გეგონოთ რომ ივანიშვილი სულელია, და მას ყაველაშვილი მართლაც კარგ საპრეზიდენტო კანდიდატად მიაჩნია, უბრალოდ, მისი არჩევანი კარგად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის გეგმაში. ეს ერთგვარი დაცინვაა ქართველებზე, ზუსტად ისევე როგორც კალიგულას მიერ თავისი ცხენის - "ინციტატუსის" იმპერატორის კონსულად დანიშვნის გეგმაადამიანურ მადლობას ვუხდი და ვაფასებ ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს ვინც ქვეყნის მომავალისთვის და თავისუფლებისთვის ამოიღო ხმა. თქვენ ყველანი ღირსეული და მამაცი ქართველები ხართ!
ასევე დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს, ახალგაზრდას და ყველა იმ ადამიანს ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არ ნებდება ივანიშვილის სიძულვილის და ძალადობის მანქანას. თქვენ ჩვენი თანამედროვეობის გმირები ხართ! სიტემა ინგრევა! სულ ცოტა დარჩა!ერთად დავიცვათ საქართველოს ღირსება!!!", - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.