თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოდან გასასვლელად, "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა". თუმცა მან არ დაასახელა რომელ ქვეყანაში იმყოფება.
გიორგი ბაჩიაშვილმა ინგა გრიგოლიასთან "რეაქციაში" განაცხადა, სისტემა მორყეულია და დაცულად არ მუშაობს.
"ბევრი ხვრელია და ადამიანები, რომლებიც მასში [სისტემაში] არიან, არ არის მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე. [ქვეყნიდან გასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე.
როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით, სწორედ ამდენი ხალხი და თვალთვალი გამოვიყენე იმისთვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ცოტა მეტად ჭკვიანი ხალხი რომ ყოფილიყო, ალბათ, მე გარეთ არ ვიქნებოდი.
მე იმ ხალხის სახეები უფრო მაინტერესებს, რომლებსაც ჩემზე თვალთვალი ჰქონდათ დავალებული და რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ ჩემი გადაადგილება. თვითონ ივანიშვილს რაც შეეხება- მას კოვზი ნაცარში ჩაუვარადა, მისი გამოძალვის გეგმა კრახით დასრულდა და მას მაინც მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინა. მიუხედავად იმის, დამიჭერს თუ არა ივანშვილი, მაინც აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე. მე ამას ვპირდები.
დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით, ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ როგორ გავძვერი, შესაძლოა, იმაშიც არ არიან დარწმუნებული, გასული ვარ თუ არა ქვეყნიდან. რაც უნდა ის იფიქრონ, ჩემი ამოცანა სულ არაა, რომ ეჭვი გავფანტო, კარგად მოძებნონ, შეასრულონ თავიანთი საქმე, მაგრამ მაგას ჯობია, ნამდვილი დამნაშავეები, ტერორისტები და მკვლელები და ყაჩაღები დაიჭირონ, იმის ნაცვლად, რომ ჩემნაირ ადამიანებს და მშვიდობისთვის გამოსულ ხალხს დასდევდნენ ქუჩაში.
ამიტომაა გახრწნილი სისტემა-პოლიცია, სსასზღვრო დაცვა, ყველა დასდევს მომიტინგეებს და უსმენენ. სუს-ის კაბინეტში კაცი აღარ ზის, გამოსულები არიან და უსმენენ, მიტინგზე ვინ რას ლაპრაკობენ. მუნდირი აქვთ გაუპატიურებული და ეს ადამიანები პირდაპირ ივანიშვილის და ხარებას სასამხურში არიან მოსულები. პოლიცია სრულად დემორალიზებულია", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ არა მარტო თავად, არამედ უსაფრთხოების მიზნით ოჯახიც ქვეყნიდან გაიყვანა.
"5 დღით იყვნენ გასულები, მეც ისე დავამთხვიე, რომ ისინი გასულები ყოფილიყვნენ. ჯერჯერობთ, ვუთხარი, რომ ევროპაში დარჩენილიყვნენ, შემდეგ შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ივანიშვილი გამწარებულია და ყევლანაირ სიბინძურეზეა წამსვლელი, საქმე როგორც მე შემიკერა, ასევე ჩემ დას და დედას შეუძლია შეუკეროს“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქვეყანა დატოვა.




























