მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სისტემაში ასეთი უხეში ფორმით ხელის ფათური დიდ ტვირთად დააწვება ბიზნესს - ბადრი ნიაური "თეთრ სიაზე"

ბადრი ნიაური

სპეციალისტების ნაწილი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით ნეგატიურად აფასებს.

როგორც BMG-სთან იურისტი, კომპანია „ნიაური და კომპანიას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, საბანკო გარანტიის მოცულობის ზრდით სახელმწიფომ შესაძლოა ის შედეგი მიიღოს, როდესაც კომპანიები ერთდროულად რამდენიმე პროექტის შესრულებას ვერ შეძლებენ. საბოლოოდ კი სახელმწიფო ტენდერებში კონკურენცია შემცირდება.

“სისტემაში ასეთი უხეში ფორმით ხელის ფათური ძალიან დიდ ტვირთად დააწვება ბიზნესს და ჩვენ ამის ნათელ მაგალითებს დავინახავთ. თუკი ბიზნესები თვლიდნენ, რომ შეეძლოთ რამდენიმე ტენდერში ერთდროულად შესულიყვნენ, იმის გარანტიით, რომ “თეთრი სიის” გამოყენების საფუძველზე შეძლებდნენ საბანკო უზრუნველყოფის წარდგენას, ახლა ამას ვერ შეძლებენ და ეს კონკურენციას არ გაზრდის, პირიქით, შეამცირებს. პასუხიც სწორედ აქ არის, შემცირდება კონკურენცია და შესაბამისად, გაიზრდება მომსახურების ფასები.

ნებისმიერმა ძლიერმა კომპანიამ თავისი პირადი აქტივები უზრუნველყოფის საშუალებად უნდა ჩადოს ბანკებში. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ კომპანიებს საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ უფრო მაღალი ნიშნულით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა, ეს აუარესებს მდგომარეობას უზრუნველყოფის ნაწილში. ერთი კომპანია ვერ "გაქაჩავს" რამდენიმე პროექტს ერთდროულად. მოხდება ამ პროექტების გადანაწილება კონკურენციის არარსებულ პირობებში, ხოლო რაც შეეხება ამ სისტემას და სქემას, საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ “თეთრი სია” საერთოდ აღარ იარსებებს”, - განაცხადა ბადრი ნიაურმა.

ცნობისთვის, მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ამ სიაში მყოფ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. 2027 წელს ეს მოცულობა 70% იქნება, ხოლო 2028 წელს 80%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები