მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“, ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების შემუშავების ფარგლებში, საბოლოო კვლევის პირველი ეტაპი ჩააბარა

სს
11.04.24 20:20
358

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“, ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების შემუშავების ფარგლებში, საბოლოო კვლევის პირველი ეტაპი ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სითი ინსტიტუტი საქართველო" ავრცელებს.

აღნიშნული ეტაპი 6 დოკუმენტისგან შედგება:

1) „ზოგადი დებულებები“;https://t.ly/NEe-X

დოკუმენტი მოიცავს: პროექტის აღწერას; გასათვალისწინებელ დოკუმენტაციას; დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათ შორის, მოსახლეობის გამოკითხვას); ჩატარებულ საველე სამუშაოებს; საკადასტრო მონაცემებსა და ინფორმაციას ბორჯომთან დაძმობილებული ქალაქების შესახებ.

2) „ურბანული გარემო და კულტურული მემკვიდრეობა“;https://t.ly/7xpke

დოკუმენტში განხილულია: ქალაქის საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული კონტექსტი; გეგმარებითი რეტროსპექტივა; ადმინისტრაციული და საუბნო საზღვრები; ურბანული საკითხები და კულტურული მემკვიდრეობა.

3) „დემოგრაფია და სოციალური საკითხები“;https://t.ly/Ffr_5

დოკუმენტი აერთიანებს: დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზს; მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ანალიზს (მათ შორის, დასაქმებას, რელიგიურ კონფესიებს, კულტურას, უსაფრთხოებას, იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობას) და სოციალურ ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო ობიექტებს, ჯანდაცვასა და სპორტულ ობიექტებს.

4) „ეკონომიკა“;https://t.ly/bbmne

დოკუმენტში გაეცნობით, ანალიტიკურ ინფორმაციას ეკონომიკური პროფილის; ტურიზმის; ბორჯომში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების; საკურორტო ინფრასტრუქტურის; უძრავი ქონების შეფასების; წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების; მუნიციპალური ფინანსებისა და საინვესტიციო დაგეგმვების შესახებ.

5) „გარემოს დაცვა“;https://t.ly/gspFb

დოკუმენტი მოიცავს: ფიზიკურ გარემოს (ბიომრავალფეროვნებას, კლიმატს, ეკოლოგიას და ა.შ.); საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შეფასებასა და მართვას; ბორჯომის ბალნეოლოგიურ-კურორტოლოგიური მნიშვნელობის დახასიათებას; ბორჯომის სანიტარული დაცვის ზონებს; კლიმატის ცვლილებასა და ჯანმრთელობის საკითხებს; სეისმურ ნორმებს ბორჯომისთვის.

6) „საქალაქო ინფრასტრუქტურა“.https://t.ly/f8Gqc

დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ტრანსპორტისა და მობილობის, ასევე, საინჟინრო ინფრასტრუქტურის საკითხებს.„სითი ინსტიტუტი საქართველო“ ბორჯომის გენგეგმაზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით მუშაობს. ჩვენ მიერ მომზადებულ თითოეულ დოკუმენტზე დეტალურ ინფორმაციას ზემოაღნიშნულ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ, სრული ინფორმაციისთვის კი, გახსენით ბმული: https://t.ly/FndqD

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები