იაპონიაში არაბუნებრივი სიცხე ნარჩუნდება. როგორც ოფიციალური უწყებები აცხადებენ, გუნმას პრეფექტურაში რეკორდული ტემპერატურა, 41.8 °C დაფიქსირდა. გაუსაძლისმა სიცხემ ათიათასობით ადამიანს უკვე შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემა. თავის ტკივილის გამო საავადმყოფოში 53,000 ადამიანი მოხვდა.
რაც შეეხება სიცხით გამოწვეულ ინფექციების საფრთხეს, ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უფრთხილდნენ მომრავლებულ მწერებს და ნაკბენის დაჩირქების შემთხვევაში მიმართონ საავადმყოფოებს.
რეკორდულმა ტემპერატურამ გააჩინა ბრინჯის მოსავლის დაზიანების საფრთხეც. ამ მხრივ ყველაზე უარყოფითი მოლოდინი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში აქვთ, სადაც ვარაუდობენ, რომ მოსავალი საგრძნობლად შემცირდება. ამ პოზიციას ამყარებს იაპონიის მთავრობის გაჟღერებული ნეგატიური მოლოდინი. უცნობია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ არ დაუშვებენ 2023 წლის ბრინჯის კრიზისის განმეორებას.




























