"არსის" გენერალურმა დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის აუცილებელია ახალი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. ასე უპასუხა მან ირაკლი კობახიძის ბიზნესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
ბესო ორთოიძის თქმით, სიტუაციის განსამუხტად, ახლა აუცილებელი მოთხოვნები Freebusiness.ge-ზეა დაფიქსირებული.
"ბიზნესს, 2 000-ზე მეტ კომპანიას დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ახლა, მნიშვნელოვანია სიტუაციის სასწრაფო დეესკალაცია. ამისთვის, მოთხოვნილი გვაქვს ხელახალი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლება. მოვუსმენთ და ალბათ მივიღებთ მათგანაც პასუხს", - განაცხადა ბესო ორთოიძემ.