მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ იარაღით, ვიდრე მერე ეძებოთ ის სხვა ქვეყნებისთვის, ვგულისხმობთ საქართველოს, მოლდოვას…“

623cc81b51e48
თამთა ჯიჯავაძე
24.03.22 23:35
815
სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის, ვგულისხმობთ საქართველოს, მოლდოვას, ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" ქვეყნებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მალე მოხდება უკრაინისთვის დახმარება, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში.

„ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესშია. ვინაიდან დემოკრატიებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა. თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს. სიცოცხლემ სიკვდილს უნდა აჯობოს“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები