სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მსვლელობით პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს უერთდებიან. ამჟამად ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო აქცია/მარშს სლოგანით "მთა თავისუფლებისთვის", გიდები, მოლაშქრეები და მთამსვლელები მართავენ. აქციის მონაწილეები შეუერთდებიან პარლამენტის შენობასთან 07:00 საათიდან დაწყებულ საპროტესტო დემონსტრაციას.
დედების მარშის მონაწილეებმა, სლოგანით "ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!" მსვლელობით ჯერ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი პარლამენტის წინ მთავარ აქციას შეურთდნენ.
16:00 საათიდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრება დაიწყეს სპორტის წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმაც. რუსთაველის მეტროსთან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან სლოგანით: "ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!"
პარლამენტის წინ მთავარი საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. სწორედ ამავე დროს, თბილისის მერი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას აანონსებს.