მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედებაა" - პაპუაშვილი უილსონის მიერ ზურაბიშვილის მიწვევაზე

პარლამენტი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის.

ასე შეაფასა პარლამენტის შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევა.

„ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს უცნაურობებიც წარსულს დარჩება. მგონი, ეს ინაუგურაცია იცით ვისი ინაუგურაციაც არის და ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ფასიანი მოსაწვევებიც არსებობს" - ასე უპასუხა "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამავე თემაზე დასმულ კითხვას.

რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

11:00 საათზე კი, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები