მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების 2 კვირით ონლაინ რჟიმზე გადაყვანა მობილობას შეამცირებს - ნინა კობახიძე

61f7e41db4d38
ანუკა ჯოხაძე
01.02.22 08:00
766
ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდის ფონზე სკოლებისა და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა ჯანდაცვის სფერო წარმომადგენლები ქვეყანაში მობილობის შემცირების ინიციატივით გამოდიან, რომლის ერთ-ერთი საშუალება სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანაა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე აცხადებს, რომ სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე ისედაც გადასულია და სრულად 2 კვირით მათი ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა ქვეყანაში მობილობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

“კარგი იქნებოდა, რომ მობილობა ცოტათი შეგვემცირებინა. მე პირადად ვხედავ, რომ ამის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს სკოლებში მობილობის შემცირება, რადგანაც ბავშვების ინფიცირების ძალიან გვეშინია და ვნერვიულობთ. სკოლები ისედაც გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; აქ მეორე ნაწილიცაა, არჩევანი ყველას აქვს. სკოლებში მასწავლებლები იტესტებიან და ისე არ შედიან სკოლაში. არჩევანი ყველას აქვს, მე პირადად ჩემი შვილი სკოლაში არ გავუშვი. რეკომენდაციას გავუწევდი, 2 კვირით სკოლების ონლაინ გადაყვანას, რაც მობილობას შეამცირებს", - აცხადებს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები