მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების ავტონომიურობა იზრდება - რა იცვლება განათლების სექტორში?

საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი შეფასებების მოდელები გაუქმდა.

ამიერიდან სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში. აღნიშნულს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილება ითვალისწინებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებაზე მუშაობის პირველი ეტაპი, რომელიც საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს, დასრულდა.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნობრივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან ამ მიზნების მისაღწევად. ასევე მათ უფლება ექნებად, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.

რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში გადაწყვეტები და რაზე მუშაობს სამინისტრო?

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები