მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სკოლების გათბობა ადიგენის მუნიციპალიტეტში

BM.GE
17.12.18 09:47
998
ადიგენში 17 სკოლა შეშის ღუმელით, ხუთი შეშის ცენტრალური გათბობით, ერთი გაზით, ორი კი ელექტროგამათბობლებით თბება. ადიგენის რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის თქმით, დაბის 22–ვე სკოლა, რომელიც შეშაზეა დამოკიდებული, მერქნის შესაბამისი რაოდენობით უკვე მომარაგებულია: „გაზი მხოლოდ არლის სკოლაშია, რადგან ის წელს გაიხნა და გარემონტდა. ორ სოფელში ხევაშენსა და დერცელში ელექტროგამათბობლები აქვთ“. მისი თქმით, მომავალი ზამთრისთვის ზანავისა და კახარეთის სკოლებში შეშის ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება, რისთვისაც სისტემის გაყვანა უკვე მიმდინარეობს. ასევე, მომავალი წლიდან შესაძლოა გაზით გათბობაზე გადავიდნენ კურორტ აბასთუმნის, ადიგენისა და უდეს მეორე საჯარო სკოლებიც.

http://sknews.ge/index.php?newsid=20677.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები