მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით - აუდიტი

5e59599161919
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 22:17
798
2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44% აღჭურვილია ვიდეოკამერებით და აღნიშნული სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მანდატურით. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1,161 (50%) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები, - ამის შესახებ საუბარია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის 2016-2018 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გახარჯულია 12,550,390 ლარი, ხოლო 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 17,755,000 ლარი.

„2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური იყო განაწილებულია 486 სკოლაში, რაც მოიცავს სკოლების 21%-ს. შესაბამისად, ქვემოთ მოცემული დარღვევები ასახავს მხოლოდ იმ სკოლების მონაცემებს, სადაც წარმოდგენილია მანდატურის სამსახური.

2016-2018 წლების სრული და 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, სკოლებში დაფიქსირებულია სულ 800,396 დარღვევის შემთხვევა, რომლის 72%-ს შეადგენს მოსწავლის დაგვიანება. სკოლაში მომხდარი მძიმე დარღვევის ტიპის/ სახეობის მიხედვით, 2016 წელს დაფიქსირდა 5,361 დარღვევის შემთხვევა; 2017 წელს − 5,926, 2018 წელს − 6,533, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით − 5,263 დარღვევა“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები