მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა

ფფ
02.12.23 12:26
80

ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმის, Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული კამპანია მათ Skyscanner-თან ერთად დაიწყეს და გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას მოემსახურება.

კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.

კამპანია მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok

კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).

ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბრერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები