მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთი და უნგრეთი „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ - Reuters

სს

სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, რომ ძირითადი მომწოდებლისგან, „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ. როგორც Reuters-ი წერს, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ გასულ თვეში რუსული ენერგოკომპანიების პროდუქციის საკუთარი ქვეყნის გავლით ტრანზიტი აკრძალა.

სლოვაკეთსა და უნგრეთში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ლუკოილისგან“ მიწოდება შეჩერებულია, ისინი ნავთობს სხვა რუსული კომპანიებისგან კვლავ იღებენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ გაზის მიწოდება რუსეთიდან უნგრეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს შავ ზღვაზე თურქული ნაკადის მილსადენით, მაგრამ ნედლი ნავთობი „ლუკოილმა“ უკრაინის გავლით აღარ გადაიტანა.

„უკრაინაში ახალი სამართლებრივი სიტუაციის გამო, "ლუკოილი" აღარ აწვდის უნგრეთს ნავთობს და ახლა ჩვენ ვმუშაობთ გამოსავალზე, რომელიც ნავთობის ტრანზიტის განახლების საშუალებას მისცემს“, - თქვა ზიარტომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები