პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ედუარდ ჰეგერს დღეს, 3 ივნისს, შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს




























