სლოვაკეთსა და უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდათ. როგორ ირკვევა, მიზეზი უკრაინული მხარის მიერ Druzhba-ს მილსადენის გამანაწილებელ სადგურზე შეტევა გახდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მილსადენზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც პუტინის რეჟიმმა ხარკოვში სამოქალაქო ობიექტი დაბომბა და ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებებმა ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არსებული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა, პიტერ სიარტომ უკრაინის მიერ მილსადენზე შეტევა დაგმო და მას “ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე მიტანილი იერიში” უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, Druzhba-ს გამანაწილებელი სადგურის შესაკეთებლად უკვე გაგზავნილია სპეციალისტთა ჯგუფი, თუმცა ის ვერ ამბობს, რა დრო დასჭირდება მიწოდების აღდგენას.
აღსანიშნავია, რომ სიარტოს უკრაინელმა კოლეგამ, ანდრი სიბიჰამ Druzhba-ს მილსადენზე განხორციელებულ შეტევაში უკრაინის პასუხისმგებლობა პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავ, რომ სლოვაკეთმა და უნგრეთმა თავისი უკმაყოფილება არა უკრაინის, არამედ რუსეთისკენ უნდა მიმართონ.




























