სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ „ტვიტერზე“ დაწერა.
ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალურად განაცხადი ევროკავშირში დღეს წარადგინა. დღესვე იგივე განაცხადით ევროპულ ბლოკს მოლდოვამაც მიმართა.