მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვენიას პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

6371f669626b2
გიორგი თოლორდავა
14.11.22 13:47
626
არჩევნების მეორე ტურში სლოვენიის პრეზიდენტად ნატაშა პირც-მუსარი აირჩიეს.

54 წლის იურისტი სლოვენიის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა დაიკავა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა პირც-მუსარმა ხმების 54% მოიპოვა და მან მემარჯვენე კანდიდატის, ანჟე ლოგარის დამარცხება მოახერხა, რომელიც სლოვენიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

პირც-მუსარი იურიდიული საქმიანობის გარდა, ტელეწამყვანობითა და მწერლობითაც იყო დაკავებული. საგულისხმოა, რომ სლოვენიის წინააღმდეგ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის სასამართლო დავის დროს, პირც-მუსარი ტრამპის დაცვის მხარეს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში ქვეყნის პრეზიდენტს უმეტესწილად ცერემონიული დანიშნულება აქვს, მთავრობის ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები