მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Smart Capital Group-ი ფოთის თიზ-ის განვითარებაში $50 მილიონს ჩადებს

ჯჯ

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75%-იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group-სთვის.

2018 წლიდან ინდუსტრიულ ზონას დავით ებრალიძე უძღვება. რედაქტ2-თან ინტერვიუში ებრალიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც Smart Capital Group შევიდა ზონის მართვაში, 200-მდე ახალი კომპანია დაარეგისტრირეს, რომლელთა უმრავლესობას სავაჭრო კომპანიები წარმოადგენენ.

„რაც შეეხება ინდუსტრიულ კომპონენტებს, ჩვენ დაახლოებით 6-მდე ახალი წარმოება შევიყვანეთ, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა ხელი შეგვიშალა პანდემიამ, რადგან ჩვენთან მოდიან ძირითადად ცენტრალური აზიიდან, დსთ-დან კომპანიები. პანდემიამდე ჩვენ ვიყავით აქტიურ მოლაპარაკებებში ცენტრალურ აზიაში ოპერირებად კომპანიებთან, თუმცა პანდემიის დროს ეს პროცესი შეფერხდა.

ახლა ვართ ამ სამუშაო პროცესის განახლების ეტაპზე და დარწმუნებული ვარ უახლოეს 1 წელიწადში ამ მიმართულებით გვექნება მეტი ხელშესახები შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ კორიდორში ტვირთბრუნვა იმატებს, ვართ ფოთის პორტთან სიახლოვეს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს და ინტერესს იწვევს პარტნიორი კომპანიების მხრიდან“,-აცხადებს დავით ებრალიძე.

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. როგორც თიზ-ის დირექტორი აცხადებს, გადადიან განვითარების ახალ ეტაპზე, რა მიზნითაც 50 მილიონი დოლარის ინვესტირება აქვთ დაგეგმილი.

„ათვისებული გაქვს ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 19%, თუმცა ესეც ჯდება ერთგვარად ზონის ფაზებად განვითარებაში. ჩვენ დავასრულეთ განვითარების პირველი ფაზა და გადავდივართ განვითარების მეორე ეტაპზე, მოვიზიდავთ ახალ ინვესტორებს და ამ კუთხითაც ვმუშაობთ.

ჯამურად ყველა ის ინვესტიცია, რომელზეც ვმუშაობთ დაახლოებით 50 მლნ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 10% მოდის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ბუნებრივია, თუ ინვესტორს არ შეუქმენი პირობები, უჭირს გადაწყვეტილების მიღება ინვესტიციის განხორციელებაზე.

დაახლოებით ამ პროპორციის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ იქნება ჩადებული უშუალოდ ადმინისტრატორის მიერ, რომელიც დამატებით ფასილიტაციას გაუკეთებს ინვესტორებს, რომ გამზადებულ ინფრასტრუქტურაზე შექმნან საწარმოები“,-აცხადებს დავით ებრალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები