მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სმარტი“ ქსელის განვითარებას შავიზღვისპირეთში განაგრძობს

BM.GE
27.03.23 16:17
226
„სმარტი“ ქსელის განვითარებას შავიზღვისპირეთში განაგრძობს და უკვე ჯამურად ოთხი ობიექტითაა წარმოდგენილი ბათუმსა და ურეკში. ბათუმში ტბელ აბუსერიძის 22 ა-ში მდებარე "ვისოლის" თვითმომსახურების სადგურზე "სმარტმა" 35-ე სუპერმარკეტი, ბათუმში კი მესამე ობიექტი გახსნა. „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიურ იმპორტულ პროდუქციას, ახალგამომცხვარ პურ-ფუნთუშეულს, იტალიურ ყავასა და გზად გასაყოლებლად საჭირო სხვა პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს. ობიექტზე ჯამურად უკვე 25-მდე ადგილობრივია დასაქმებული. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში განაგრძობს.

ვასილ ხორავა - ვისოლის და სმარტის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები