მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SME ქეარი|CARE - ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პსპ დაზღვევის ახალი პროდუქტი

პსპ დაზღვევის ახალი პროდუქტი
22.11.23 11:00
1114

PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ,, SME ქეარი”. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და სარგებელს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.

SME ქეარი|Care 4 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.

  • SME OPTIMA 35
  • SME ALTIMA 55 ₾
  • SME ULTIMA 75 ₾
  • SME MAXIMA 95 ₾

დაზღვევის ოთხივე პროდუქტი გთავაზობთ:

  • მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
  • მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
  • მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
  • ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.

პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ..

სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.

SME ქეარი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ასევე თავად აირჩიოს ის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს და საჭიროებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები