მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SMG - კომპანია, რომელიც ყოველდღიურად ასობით დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს

შრომის უსაფრთხოება
11.12.23 11:37
928

საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციის მანდატი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1 სექტემბრიდან ორგანული კანონის მოქმედების არეალი მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან ერთად, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე გავრცელდა და შრომის ინსპექციას წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი სამუშაო სივრცის შემოწმების უფლებამოსილება მიეცა. ამავე კანონის მიხედვით, საქართველოში დარეგისტრირებული ყველა ბიზნესოპერატორს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ვალდებულება გაუჩნდა.

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესების მხრიდან, ამ მიმართულებით მოქმედ კომპანიებზე მოთხოვნა გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთია ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიაა SMG-Safety Management Group, რომელიც ბიზნესს ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე პარტნიორებს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მრავალპროფილურ მომსახურებას სთავაზობს. ჯგუფი მიზნად ისახავს, პარტნიორ კომპანიებში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნას.

SMG-ს კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო აჯიბეგიშვილი 2019 წლამდე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს მიმართულებით მდგომარეობას სავალალოს უწოდებს. ოფიციალურ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლამდე არსებული სიტუაციისგან. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით 2022 წელს სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს 330 დაშავდა და გარდაიცვალა 35 ადამიანი.

„სტატისტიკის გასაუმჯობესებლად ჩვენმა გუნდმა, ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და მომავალშიც აქტიურად იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე“, - აცხადებს ნინო აჯიბეგიშვილი და დასძენს "შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე წელია რაც მიიღო კანონი. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ ჰყავს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ან ყავს დასაქმებული, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს არსებული მდგომარეობის მონიტორინგსა და აუდიტს, ჩვენი კომპანიის სერვისების მეშვეობით შეძლებს კანონმდებლობის გათვალისწინებით სრულად დაგეგმოს შრომის უსაფრთხოების სისტემა. ამით მინიმუმამდე შეამცირებს მოსალოდნელ რისკებს და აიცილებს ფინანსურ ან რეპუტაციულ ზიანს“.

შრომის უსაფრთხოების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე და კომპანია SMG-ის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე დეტალურად SMG-ს კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო აჯიბეგიშვილი საუბრობს:

- რა ტიპის სერვისებს სთავაზობს SMG პარტნიორებს?

ჩვენ საკონსულტაციო კომპანიას წარმოვადგენთ და ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სისტემის აუთსორსინგულ მომსახურებას, არსებული მდგომარეობის აუდიტსა და შეთანხმებული პერიოდულობით მონიტორინგს ვთავაზობთ. პარტნიორ კომპანიებს ასევე ვთავაზობთ ყველა იმ სერვისს, რაც შრომის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებულია, იქნება ეს საევაკუაციო გეგმის შედგენა, ცეცხლმაქრების ტიპებისა და რაოდენობის განსაზღვრა/მიწოდება, სამშენებლო დამცავი ბადის მონტაჟი/დემონტაჟის სერვისი, დეზინფექცია/დეზინსექცია/დერატიზაციის ჩატარება, ფიზიკური ფაქტორების აზომვა, როგორიც არის ტენიანობა, ხმაური, დამტვერიანება, განათება - მათი ზღვრული ნორმების დადგენა და მრავალი სხვა. კომპანიაში მიზნად დავისახეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების ეფექტური გატარება, პროფესიით განპირობებული საფრთხეების შემცირება, რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.

- რა გამორჩეული ნიშა გაქვთ ბაზარზე?

SMG ჰოლდინგური კომპანიის ნაწილია. ჩვენ 4 წლის წინ, სამშენებლო კომპანია „მეტტას“ ბაზაზე დავფუძნდით და აღნიშნული კომპანიის ყველა პროექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებს ვიცავთ. საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც ბიზნესსექტორს შრომის უსაფრთხოების მომსახურებას სთავაზობს. ამ ჩამონათვალში SMG ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ჩვენი მიზანია მომსახურება დამკვეთის საჭიროებებს მოვარგოთ. კომპანიის უმთავრესი უპირატესობა, სწორედ ამ ინდივიდუალურ მიდგომებსა და კლიენტის ნებისმიერი პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტაშია. დაარსებიდან დღემდე, ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პორტფოლიო დღეს 150-ზე მეტ კმაყოფილ პარტნიორსა და არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის.

ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა: სამშენებლო კომპანია „მეტტა“, Grid Construction, DNT Construction-ის პროექტი სასტუმრო „ტელეგრაფის“ მოწყობა ცენტრალური ფოსტის რეკონსტრუქცია,

სასტუმროების ქსელი „დრიმლენდ ოაზისი“, სამრეწველო აღჭურვილობის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი Borusan Cat Georgia, საერთაშორისო კომპანია IREX, GMT Group, „ანაბეჭდი“, Dr. Goods და მრავალი სხვა

4 წელია, რაც შრომის უსაფრთხოების სფეროში ვმუშაობ. ეს მიმართულება ჩემთვის თავდაპირველადვე საინტერესო აღმოჩნდა, რადგან გუნდის წევრებთან ერთად ყოველდღიურად ვზრუნავ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. კომპანიაში კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი დავნერგე. ჩემთვის პრიორიტეტულია, კლიენტმა მიიღოს სერვისი, რისი მოლოდინიც შევუქმენით. ამ იდეის განხორციელებაში კომპანიის ყველა დეპარტამენტია ჩართული, თუმცა გაყიდვების გუნდს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით არა მხოლოდ პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების პროცესს, არამედ მომსახურების მსვლელობასაც. დროული კომუნიკაცია, სწორად მიწოდებული ინფორმაცია, მუდმივი კავშირი და საჭიროებების გამორკვევა - ეს აუცილებელი ფაქტორებია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და ამ გზით კიდევ უფრო გავზარდოთ პარტნიორების რაოდენობა.

- გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებისა, რამდენად აქვთ გაცნობიერებული კომპანიებს აღნიშნული სისტემის დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა?

შრომა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ადამიანისთვის საზიანო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შესამუშავებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ცნობიერების მიმართულებით პრობლემები მაინც რჩება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ბიზნესოპერატორების აქტიური ჩართულობა, დაინტერესება და გააზრება, თუ რამდენად დიდი რისკის არიდებაა შესაძლებელი მათი წინასწარ შეფასების შემთხვევაში. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ჩვენმა კომპანიამ არაერთი პროექტი განახორციელა.

- თქვენ კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებას აუთსორსით აწარმოებთ. რატომ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესმა აუთსორსინგულ კომპანიებთან?

მნიშვნელოვანია საფასო უპირატესობა, რაც 60%-ით ამცირებს კომპანიის ხარჯს. ჩვენ, როგორც საკონსულტაციო კომპანია, მზად ვართ, გამოვყოთ მუდმივი კადრი ან კანონმდებლობის გათვალისწინებით შევთავაზოთ პარტნიორებს პერიოდული ვიზიტები, რაც საშუალებას მისცემს მათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების ღირებულება; კომპეტენცია (წვდომა დიდ პროფესიულ რესურსთან) - მომსახურების პროცესში ჩართულია რამდენიმე პროფესიონალი, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი მონიტორინგის სამსახურის მიერ კონტროლდება; დროის მენეჯმენტი - აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობით, ბიზნესოპერატორი თავიდან ირიდებს ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა: კვალიფიციური კადრის მოძიება და შერჩევა; მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების დაფინანსება, კორპორაციული დაზღვევა და ა.შ. ფინანსური და რეპუტაციული პასუხისმგებლობის გადანაწილება - საკონსულტაციო კომპანია ყოველთვის მზად არის დაიცვას პარტნიორის ინტერესები და გაიზიაროს პასუხისმგებლობა; უპირატესობებს შორის მთავარი და გამორჩეულია კომუნიკაცია მარეგულირებელ ორგანოსთან - SMG შემოწმების პროცესში, შრომის ინსპექციას სრულად აბარებს შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.

- რას არის კომპანიის მთავარი მიღწევა 2023 წელს?

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და რეგულაციების მოხსნის შემდეგ, მნიშვნელოვნად გავზარდეთ პარტნიორთა რაოდენობა, 2023 წელს კი ის გავაორმაგეთ. წინა წლებთან შედარებით, დღეს ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით. ერთი წლის განმავლობაში გავაფართოვეთ მომსახურების არეალი. საქართველოს მასშტაბით არაერთ რეგიონში დავიმატეთ წარმომადგენლობა, მათ შორის კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ზემო იმერეთში. აჭარაში უკვე რამდენიმე წელია, რაც გვყავს ოფიციალური წარმომადგენლობა, რომლის მომსახურებაც სრულიად ფარავს დასავლეთ საქართველოს. კომპანიაში დღეს 50-მდე ადამიანია დასაქმებული. კორპორაციული კულტურა ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას წარმოადგენს. 2023 წლის მთავარ მიღწევად მიგვაჩნია, კორპორაციული პასუხისმგებლობის CSR (Corporate Social Responsibility)-ის დანერგვა კომპანიაში. 2023 წლიდან საკონსულტაციო მომსახურების სიას სურსათის უვნებლობის მომსახურება და HACCP-ის სისტემის დანერგვა შევმატეთ. სიახლე საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმაც განაპირობა.

- რა გეგმები აქვს კომპანიას 2024 წლისთვის?

SMG 2024 წელს საინტერესო გამოწვევებისთვის ემზადება. ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ მომხმარებლებს, დავამატოთ სხვადასხვა საკონსულტაციო მიმართულებები. ტრენინგები და სწავლება, ვებინარები დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის - ეს არასრული პროექტების ჩამონათვალია, რაზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს. 2024 წლიდან, ასევე ვგეგმავთ ბაზარზე ტექნიკური ინვენტარის შემოტანას, რაც განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებს შეუქმნის კომფორტს. კომპანიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს - www.smgroup.ge; SMG მზად არის გაგიწიოთ სატელეფონო კონსულტაცია და ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები