მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“SMS მარკეტინგი ახალ საფეხურზე გადავიდა” - ტექნოლოგიური სტარტაპი Retain

retain

ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის მაისიდან ამოქმედდა, პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლისგან სარეკლამო SMS-ებზე თანხმობის მისაღებ სერვისს სამ სხვადასხვა ფორმატში სთავაზობს. Retain-ის საშუალებით, თებერვალში ახალი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის 200-მდე ფილიალში QR კოდები გამოჩნდა, რომლითაც მომხმარებლები კონკრეტული კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობას აცხადებენ.

როგორც Retain-ის თანადამფუძნებელი, ლევან ჯაბუა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, მომხმარებლებისგან SMS მარკეტინგზე თანხმობის მისაღებად სამი ფორმატი არსებობს.

“პირველი ფორმა QR კოდია, რომელზეც თანხმობის ფორმაა დატანილი - მომხმარებელი ფილიალში ყოფნის დროს ასკანერებს მხოლოდ იმ კომპანიის QR-ს, რომლისგანაც სარეკლამო შეტყობინებებს მიღება უნდა. QR კოდით გადადის ჩვენს სისტემაში, სადაც გადის ვერიფიკაციას, ადასტურებს ნომრის ვალიდურობას და აცხადებს თანხმობას. ამის შემდეგ მიღებული თანხმობა კომპანიის სისტემაში ჩნდება, თუ რომელმა ნომერმა, რა დროს და რომელ ფილიალში დაადასტურა SMS-ებზე თავისი თანხმობა”, - განმარტავს ლევან ჯაბუა.

Retain-ის თანადამფუძნებლის განმარტებით, კიდევ ერთი ფორმატი უნიკალური URL ბმულია, რომელსაც კომპანიები საკუთარ ვებგვერდებზე, ბანერის სახით ათავსებენ: “ამ შემთხვევაში, მათ მარკეტინგზეა დამოკიდებული, როგორ შეფუთავენ თანხმობის ფორმას, რომელიც ჩვენს სისტემაში გადმოიყვანს მომხმარებლებს”.

მესამე გზა კი უნიკალური ბმულის სოციალურ ქსელებში, პოსტებსა თუ პირად მიმოწერებში გავრცელებაა.

ლევან ჯაბუა აღნიშნავს, რომ მომხმარებლის მხრიდან SMS მარკეტინგზე თანხმობის რაოდენობამ სტარტაპის მოლოდინებს გადააჭარბა.

“ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად აქტიურად თანხმდებიან SMS მარკეტინგს ადამიანები. თავად იმ კომპანიების მხრიდანაც, რომლებსაც სურთ, მომხმარებელს ხმა მიაწვდინონ თავიანთი შეთავაზებების, მაღალია მზაობა ამ სისტემის დანერგვისა.

ჩვენი დასკვნით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქამდე SMS მარკეტინგისთვის კომპანიები საერთო ბაზას იყენებდნენ, რომელსაც არავითარი სეგმენტაცია არ ჰქონდა - ყველას ერთი და იგივე მესიჯი მოგვდიოდა, რაც იწვევდა ხალხის გაღიზიანებას და ა.შ. ეს პროცესი დღეს უფრო შინაარსობრივი გახდა: ახლა მხოლოდ ისეთ კომპანიებს ვაძლევთ თანხმობას, რომელთა შეტყობინებებიც პირადად გვაინტერესებს. SMS მარკეტინგი ახალ საფეხურზე გადავიდა და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი კომპანიებს გავუადვილოთ”, - აცხადებს Retain-ის დამფუძნებელი.

SMS რეკლამებზე თანხმობის ფორმების გარდა, Retain-ი პარტნიორ კომპანიებს 2023 წლის მაისიდან მომხმარებელთა შეფასებისა და კომენტარის მიღების საშუალებასაც აძლევს. საქართველოს მასშტაბით, 2 000-მდე ფილიალში განთავსებული QR კოდებით, მომხმარებელი საკუთარ შეფასებასა და შენიშვნას კონკრეტული კომპანიის სათავო ოფისს უგზავნის ისე, რომ მისი კომენტარი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა. საჭიროების შემთხვევაში, Retain-ი პარტნიორ კომპანიებს კომბინირებულ სერვისსაც სთავაზობს, რომელიც SMS მარკეტინგზე თანხმობასა და შეფასების ფორმებსაც ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები